Monday 28 April 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:   საქართველოს    ისტორიული    ძეგლები

პროექტის მთავარი მიზანი:    მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოში არსებულ რამოდენიმე ისტორიულ ძეგლს. მოიძიებენ სრულ ინფორმაციას და გაუზიარებენ სხვა ჯგუფის წევრებს

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები ეცნობიან საქართველოში არსებულ მათ მიერ შერჩეულ რამოდენიმე  ძეგლს , სწავლობენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს

პროექტის მიზნები:  მოსწავლეებმა  მოიძიონ და შეაგროვონ ინფორმაცია ძეგლებზე , ახსნან და ჩამოაყალიბონ მათი მნიშვნელობა , აღწერონ ადგილები , რითიც გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს

მოსწავლეთა ასაკი: 12 -15 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:   3 თვე

პროექტისთვის საჭირო მასალები: ფოტოაპარატი , რვეული, კალამი ,კომპიუტერი , ინტერნეტი 

მოსალოდნელი შედეგები: თემასთან  დაკავშირებით ადგენენ   წინადადებებს ინგლისურ ენაზე  ახალი სიტყვების გამოყენებით , უვითარდებათ კვლევა-ძიების , თანამშრომლობითი და სოციალური უნარები

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  

აქტივობა 1: თითოეული ჯგუფის მიერ სასურველი ძეგლის შერჩევა

აქტივობა 2: მზადება ექსკურსიისთვის

აქტივობა 3 : დეტალური ინფორმაციის მოძიება

აქტივობა 4:  ინფორმაციის კომპიუტერში გადატანა

აქტივობა 5:  პრეზენტაციის მოწყობა

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან  /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური, ინგლისურად  ინფორმაციის სწორად გადმოცემა, ისტორია  , მიღებული ცოდნის გამოყენება  სხვადასხვა ღონისძიებებზე

პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან ზაქარაძე

ხელმძღვანელის   ელ. ფოსტა: rusudanzaqaradze@gmail.com